Saturday, April 24, 2010

სასწავლო პროექტი

1სასწავლო პროექტი :მეგობრობის სკვერი
2პროექტის მოკლე აღწერა : მეოთხე საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეები ამავე სკოლის პირველკლასელთა სახელზე სკოლის ეზოში გააშენებენ მეგობრობის სკვერს

3სრული აღწერა :კლასი იყოფა ორ ჯგუფად:I ჯგუფს ევალება მოიძიონ ინფორმაცია საქართველოში გავრცელებული ჯიშების შესახებ II ჯგუფს ევალება მოიძიონ ინფორმაცია მარაოსებრი პალმის შესახებ სამუშაოდ ეძლევათ ვადა 1კვირა।ამის შემდეგ ორივე ჯგუფს ეძლევა დავალება გააკეთონ ნახატი ან ჩანახაზი თუ როგორ წარმოუდგენიათ მეგობრობის სკვერი।/ვადა 1კვირა/ პრეზენტაციის დროს ხდება საუკეთესო ნახატის ან ჩა ნახაზის შერჩევა რომელსაც შემდეგ პრაქტიკულად განვახორციელებთ ამის შემდეგ ჯგუფებს ეძლევათ დავალებები Iჯგუფს ევალება მარაოსებრი პალმის 9ნერგის მოძიება–მოტანა/1კვირა/IIჯგუფს ევალება მოსამზადებელი სამუშაოების შესრულება 1ადგილის შერჩევა სკოლის ეზოში 2ნერგებს შორის მანძილის განსაზღვრა 3ორმოების ამოღება Iჯგუფის მიერ მოძიებული მარაოსებრი პალმის 9 ნერგი დაირგვება სკოლის ეზოში პირველკლასელთა სახელზე თითოეულ ნერგს კონკრეტული პირველკლასელი მოსწავლის სახელი დაერქმევა თითოეული შემდეგ სკოლის დამთავრებამდე იზრუნებს მასზე მოსწავლეები გადაიღებენ მიმდინარე სამუშაოების ამსახველ სურათებს ბოლოს ისინი გამოუშვებენ კედლის გაზეთს სადაც განათავსებენ მათ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას და სურათებს
4მონაწილეთა ასაკი 9–10წელი
ვადები/ხანგრძლივობა 3კვირა

6პროექტის შესაძლო აქტივობები ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა

7მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას/მეგობრობის სკვერი კედლის გაზეთი

8სარგებელი სხვებისთვის "მებობრობის სკვერში" ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია დაისვენოს



9სამუშაო ენა;ქართული
10მონაწილეები სხვა სკოლიდან; არ მყავს
11საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი ბუნება შრომა მათემატიკა

12პროექტის ფასილიტატორი; ნინო საღარეიშვილი
13ფასილიტატორის ელ।ფოსტა;nsagareisvili2010@gmail.com
14პროექტის ვებ–გვერდი/nsagareiSvili.blogspot.com